ფოთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს ზაფხულის ცხელი დღეების უსაფრთხოდ გასატარებლად რჩევები მისცეს
02-07-2018
ფოთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს ზაფხულის ცხელი დღეების უსაფრთხოდ და საიამოვნოდ გასატარებლად რჩევები მისცეს. პედაგოგმა მოსწავლეებს ზაფხულში საკითხავი ლიტრატურა ურჩია. ექიმი კი მოზარდებს იმ საფრთხეების შესახებ ესაუბრა, რაც ზაფხულის ცხელ დღეებს ახლავს თან და საფრთხის თავიდან არიდების გზები შესთავაზა.
„დადგა ყველა ბავშვისთვის საყვარელი ზაფხული, მოსწავლეებს მეტი დრო ექნებათ თამაშისთვის, მაგრამ მეტია საფრთხეებიც, ხშირად წაიქცევიან, მუხლებს დაიზიანებენ, დაიღლებიან, ცივ წყალს დალევენ და მზის გულზე ითამაშებენ. იმისთვის რომ მოზარდებმა ზაფხული ხალისიანად გაატარონ სკოლაში ღონისძიება ჩავატარეთ და მოზარდებს რეკომენდაციები მივეცით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ზაფხულის ცხელ დღეებში“,- აღნიშნავ სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია