„მინი მუზეუმი სკოლაში“ - საქობოს საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი პროექტი 
03-11-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

მე-4 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „მინი მუზეუმი სკოლაში“.

ბავშვებმა მოაწყვეს თიხის ნაკეთობების გამოფენა. აღრიცხეს ექსპონატები, ისაუბრეს მუზეუმში ქცევის წესებზე, შეასრულეს გიდის მოვალეობა.

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203