„ყვავილებიდან ფოთლებამდე...“ -  ქუთაისის N4 სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია მიუძღვნეს
03-11-2025

27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ გამორჩეულ თარიღს ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს ლამაზი საღამო მიუძღვნეს. ორიგინალური დეკორაციებისა და სასიამოვნო მელოდიების ფონზე მათ წარმოადგინეს შემოდგომის მრავალფეროვნების ამსახველი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „ყვავილებიდან ფოთლებამდე...“

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების განსაკუთრებული ხიბლი მუსიკის პედაგოგ თამილა გიგატაძისა და ხელოვნების პედაგოგ ვერა ლომიძის დამსახურებაა - ადამიანების, რომლებიც თავიანთი სითბოთი, ნიჭითა და სულიერი სინაზით ნებისმიერ დღეს დღესასწაულად აქცევენ.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203