
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლა პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დიდი ზარ-ზეიმით დაიწყეს.
პატარების მოტივაციის ამაღლებისა და სადღესასწაულო განწყობის შექმნის მიზნით, საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორის - გაიანე კარახანნიანის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.
პატარებმა „ანბანეთის“ ჯადოსნურ ზღაპარში იმოგზაურეს და, პედაგოგებთან ერთად, სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლამაზი სასცენო ნომრები წარმოადგინეს.
1-ელია კლასის მასწავლებელი გაიანე კარახანიანი, 1-ელიბ კლასის პედაგოგი ანაჰიდ გიოზალიანი და 1-ელიგ-კლასისი პედაგოგი არაქსია ხანჯიანი
პატარებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პედაგოგები სიამაყით აღავსეს, დამსწრე საზოგადოების მხრიდან კი დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
„საზეიმო ღონისძიება სასკოლო საზოგადოებას დიდხანს დაამახსოვრდება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: