განძის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაიწყეს
03-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

მოსწავლეებს, წიგნიერების სამყაროში მეგზურობას დამრიგებლი ფენია კიურეღიანი გაუწევს, რომელმაც მოსწავლეებს ზღაპრული პირველი საანბანო გაკვეთილი შესთავაზა. 

პედაგოგმა მოსწავლეები არაერთ სახალისო თუ საინტერესო აქტივობაში ჩართო. ბავშვებმა პირველი ასო-ბგერა ხალისით მოხაზეს

საზეიმო გაკვეთილი მალევე ღონისძიებაში გადაიზარდა. მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ღონისძიების ბოლო პედაგოგმა პატარები სპეციალურად მათთვის მომზადებული მედლებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203