დირექტორის თანხმობის დოკუმენტი, რომელიც ორ სკოლაში დასაქმებულმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ - მასწავლებლებს ცნობის აღება ყოველ წელს დასჭირდებათ
31-10-2025

„საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი.  სიახლე ვრცელდება განათლების სექტორზეც. კერძოდ, ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას, საჯარო მოსამსახურე და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირი, მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით შეძლებს - ხელმძღვანელის თანხმობას ერთწლიანი ვადა აქვს. თანხმობის გაცემაზე გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში მიიღება და  მისი  გასაჩივრება კანონის მოქმედებას არ აჩერებს“, - განმარტებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

etaloni.ge-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს: „იმისთვის რომ მასწავლებელმა შეძლოს ორ სკოლაში მუშაობა, მან უნდა წარადგინოს დამსაქმებლის წერილობითი თანხმობა - შაბლონები იხილეთ ბმულზე

შესაძლოა, მეორე სამსახურის უფროსმა, ამ შემთხვევაში დირექტორმა, სულაც არ მოითხოვოს ეს ცნობა, თუმცა პედაგოგმა ის უნდა შეინახოს. დოკუმენტს ერთწლიანი ვადა აქვს, რომლის გასვლის შემდეგაც, პედაგოგმა ახალი თანხმობა უნდა აიღოს და ასე ყოველ წელიწადში ერთხელ“.

განათლების სამინისტროში ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ახალი რეგულაციით, მასწავლებლებს ორ სკოლაში დასაქმება არ ეკრძალებათ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203