
ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლის გარდაცვალების გამო გლოვაა. სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ელენე ბექაური ტრაგიკულად დაიღუპა. სკოლის თითოეული წევრი თაზარდაცემულია ამ უდიდესი ტრაგედიის გამო.
სოციალურ ქსელში სკოლის სახელით სამძიმრის წერილი ვრცელდება.
„კიდევ ერთი ახალგაზრდა სიცოცხლე შეწყდა, ისევ გლოვობს ჩვენი სკოლა.
ვაზიანის N2 საჯარო სკოლა მწუხარებით იუწყება მეათეა კლასის მოსწავლის, ელენე ბექაურის, ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ ოჯახს, გამძლეობას ვუსურვებთ.
ჩვენს გულებში მარად დარჩები, ელენე, ვილოცებთ შენთვის“,- ვკითხულობთ წერილში.
etaloni.ge -ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ სკოლასა და ელენე ბექაურის ოჯახს. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მოსწავლის გარდაცვალების გამო.