ერგეს საჯარო სკოლამ ექსკურსია არქეოლოგიურ მუზეუმებში მოაწყო
02-07-2018
მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ერგეს საჯარო სკოლის მე-8 ა კლასმა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრებთან ერთად ექსკურსია მაჭახელას, მეჯინისწყლის ეთნოგრაფიულ და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმებში მოაწყო.
ორგანიზატორი კლასის დამრიგებელი ნაირა სილაგავა გახლდათ.
სკოლის დირექციის ცნობით, შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა. კერძოდ, მუზეუმების დირექტორებთან მალხაზ ნაგერვაძესა და ქემალ თურმანიძესთან შინაარსიანი საუბარი შედგა.
ასევე, არქეოლოგიური მუზეუმის წარმომადგენელ მერი ყულეჯიშვილთან მოკლე ისტორიული ექსკურსი საინტერესო აღმოჩნდა.
დირექციის ინფორმაციითვე, ეს დღე მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია