პერევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებშვილის დაბადების დღე აღნიშნეს და სახოტბო ლექსებით შეამკეს პედაგოგების ღვაწლი ერის წინაშე
04-11-2025

27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ეს ღირსშესანიშნავი დღე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა. 

სკოლაში კარგად იციან, რომ განათლებული საზოგადოებისა და ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი, სწორედ, მასწავლებლის შრომასა და ძალისხმევაზე დგას. 

„ხალხის განათლება დედაბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობისა, ბედნიერებისა“. 27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილი დაიბადა. იაკობმა ქართველ ერს ქართული ენის სიტკბოება ყურში ჩააწვეთა, ქართველებს ქართული ენა შეაყვარა“,- აღნიშნეს სკოლაში, სადაც იაკობის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - თინათინ შუკაკიძე და ეკატერინე ლომაურიძე ხელმძღვანელობდნენ. სკოლის მოსწავლეებმა სახოტბო ლექსებით შეამკეს პედაგოგების ღვაწლი ერის წინაშე და მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა დაუდასტირეს. 

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203