„ვარდისფერი იმედი“ - პერევის საჯარო სკოლაში საინტერესო სოციალური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
03-11-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში ძუძუს კიბოს შესახებ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, მშობლების ჩართულობით, წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია თემაზე - „ვარდისფერი იმედი“, რომელიც, ტრადიციულად, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

პროექტის მიზანი იყო:

  • ძუძუს კიბოს თემაზე ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში;
  • პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობის ხაზგასმა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
  • მშობელთა და მოსწავლეთა თანამშრომლობის ხელშეწყობა საერთო მიზნისთვის;
  • ემპათიისა და თანადგომის კულტურის გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო ბროშურები, ასევე საკუთარი ხელით დაამზადეს ვარდისფერი ბაფთები - როგორც კამპანიის მთავარი სიმბოლო. პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ძუძუს კიბოს გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებსა და პრევენციის გზებზე.

ღონისძიების დასასრულს მშობლებმა მონაწილეობა მიიღეს Kahoot-ის ტესტში, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული მშობელი. სიმბოლურად მას გადაეცა ვარდისფერი ბაფთა - მხარდაჭერისა და იმედის ნიშანი.

პროექტის ხელმძღვანელი პროექტში ჩართულო მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მადლობას უხდის. 

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მე-8 კლასის მშობლებს პროექტში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და  სიძლიერეს!“,- აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203