ხაჩკოვის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მაგიდის ჩოგბურთის მუნიციპალური ოლიმპიადის გამარჯვებულია 
31-10-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში გოგონათა გუნდის წარმატებით ხარობენ. გოგონებმა 25 ოქტომბერს გამართულ მაგიდის ჩოგბურთის მუნიციპალურ ოლიმპიადაში, ბრწყინვალედ იასპარეზეს. გუნდმა გამოავლინა მაღალი მომზადება, ერთიანობა და სპორტული სული, რის შედეგადაც დაიკავა პირველი ადგილი.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვუსურვებთ მომავალ წარმატებებსა და ახალ მიღწევებს სპორტულ და საგანმანათლებლო სფეროებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203