
თბილისის N175 საჯარო სკოლამ წყალმომარაგების კომპანია GWP-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები.
მოსწავლეები გაეცნენ წყლის სრულ ციკლს, გაიგეს თუ რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ჩვენს ონკანებამდე, რა მნიშვნელობა აქვს წყალზე, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსზე ზრუნვას, როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, ისე გარემოსთვის.
მოსწავლეებმა სპეციალურად პროექტისთვის მომზადებული საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში ითამაშეს, რათა სახალისო და შემოქმედებითი გზით კიდევ უფრო მეტად დაამახსოვრდეთ მიღებული ინფორმაცია.
შეხვედრის დასასრულს, კომპანიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ხოლო სკოლას სამაგიდო თამაში უსახსოვრეს.
სკოლაში მადლობას უხდიან GWP-ს წარმომადგენლებს სტუმრობისა და საინტერესო საინფორმაციო შეხვედრისთვის.
„მადლობას ვუხდით სტუმრობისთვის მარიამ მარკოზაშვილს, მასპინძლობისთვის - ქალბატონ ცარო მაისურაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: