„ფერადი შემოდგომა“ - ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული სანახაობა 
31-10-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა საშემოდგომო ღონისძიება - „ფერადი შემოდგომა“. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ და შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება წარმოადგინეს. 

პატარებმა მშობლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს, მასწავლებლები კი სიამაყით აავსეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი მასწავლებლებიც. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203