ვაზიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს 
03-11-2025

27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ გამორჩეულ თარიღს ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიების ფარგლებში,  ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის ხელმძღვანელობით არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. 

მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და გულთბილი სიტყვებით ხოტბა შეასხეს მასწავლებლის პროფესიას და საყვარელ პედაგოგებს მათ აღზრდა-განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

„ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობას გიხდით სკოლის თვითმმართველობის სახელით“,- აღნიშნავენ თვითმმართველობაში და პედაგოგობს სიყვარულსა და პატივისცემას კიდევ ერთხელ უდასტურებენ. 

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203