ვანზომლეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საზეიმო გაკვეთილით აღნიშნეს
31-10-2025

27 ოქტომბერს, მწერლისა და ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. 

სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის 1-ელ კლასში საანბანო პერიოდის დაწყება. 

ვანზომლეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დიდი სიხარულით შეაბიჯეს და დედაენის სიტკბოებას დაეწაფნენ, პედაგოგი კი პატარებს ამ საგანძურის შემქმნელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრა. 

პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე იზრუნა და პატარებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და საინტერესო, შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობები შესთავაზა. 

მოსწავლეები ინტერესით, ხალისით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში. პატარები პირველ ასო-ბგერებს დიდი ინტერესით გაეცნენ და  წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203