
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით.
აღსანიშნავია, ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა.
ღონისძიებისთვის სკოლაში საგანგებოდ მოემზადნენ - ღია ცის ქვეშ ნაკვერჩხალზე კარტოფილი შეიწვა, მომზადდა „თათარბერაკი“, გამოიფინა საშემოდგომო ნობათი და გაიშალა სუფრა.
ღონისძიებაში ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა. ბავშვები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ხოტბა შეასხეს შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას.
იხილეთ ფოტოები: