
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიოლოგიას საინტერესო ექსპერიმენტებითა და პრაქტიკული სამუშაოებით სწავლობენ.
ამის ნათელი მაგალითია, VII კლასის მოსწავლეთა ბიოლოგიის გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი დარეჯან გაზდელიანი ხელმძღვანელობდა.
პედაგოგმა მოსწავლეებს არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობა შესთავაზა. მოსწავლეებმა შეისწავლეს უჯრედი, უჯრედის ნივთიერებები, დაადგინეს უჯრედში ნახშირწყლების და ცხიმების არსებობა და ხახვის ბოლქვისგან უჯრედების პრეპარატიც მოამზადეს.
მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ცდები ხალით ჩაატარეს და შესასწავლი მასალა უკეთ გაიაზრეს.
იხილეთ ფოტოები: