გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ენის გაკვეთილზე ზღაპრების სამყაროში იმოგზაურეს
03-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელების სასწავლო პროცესი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად გაჯერებულია სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით. 

აღსანიშნავია, პირველკლასელთა ქართული ენის საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „სიკეთე და ბოროტება ზღაპრებში“. 

პირველკლასელებმა იმოგზაურეს ზღაპრების სამყაროში, წაიკითხეს და განიხილეს სხვადასხვა ზღაპარი, შეარჩიეს საყვარელი პერსონაჟები და საკუთარი ხელით ააწყვეს სურათები ზღაპრის სიუჟეტის მიხედვით.

შემდეგ დაახასიათეს გმირები, ისწავლეს რა არის სიკეთე და ბოროტება.

ბოლოს კი გაკვეთილი დაასრულეს სახალისო ფონოლოგიური სავარჯიშოებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203