„მაქვს დიდი პატივი, სიყვარულით მოვეფერო მშობლიურ სკოლას, ძვირფას მასწავლებლებს“-ლიის თემის N1 სკოლის კურსდამთავრებულის მისალოცი წერილი პედაგოგებს
31-10-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. სასიხარულოა, რომ კურსდამთავრებულები არასდროს ივიწყებენ სკოლას და აფასებენ  მასწავლებელთა ამაგს. 

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ფიფიამ, რომელიც ამ სკოლის კუსრდამთავრებული გახლავთ, სკოლის პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე გამორჩეულად მიულოცა. 

„გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს!

ჩემი მშობლიური ლიის საჯარო სკოლა - ეს არის ადგილი, რომელმაც აღზარდა მრავალი წარმატებული თაობა და კურსდამთავრებული.

სკოლის თითოეული მიღწევა და წარმატება არის ჩვენი მასწავლებლების დაუღალავი შრომის, სითბოსა და თავდადების შედეგი.

მასწავლებლის ღვაწლი ფასდაუდებელია — ის ქმნის ქვეყნის განათლების კულტურას, ამაგრებს საქართველოს ეროვნულ იდენტობას, ინარჩუნებს ტრადიციებს, რწმენასა და ღირებულებებს.

განათლების მიზანი, შედეგი და აქტივობა სწორედ ამ დიდ საქმეს ემსახურება — მომავალ თაობათა აღზრდას.

მაქვს დიდი პატივი და სიამაყე, სიყვარულით მოვეფერო ჩემს მშობლიურ სკოლას, ჩემს ძვირფას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.

გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო — მრავალჟამიერ ბედნიერ, წარმატებულ და მადლიან წლებს გისურვებთ! გფარავდეთ უფალი!“,- ვკითხულობთ გიორგი ფიფიას მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203