ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახვითი ხელოვნების გალერეას სტუმრობდნენ
31-10-2025

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი გასვლითი კულტურული ღონისძიება ეწყობა, რაც მოზარდების კულტურული თუ ისტორიული ცნობიერების ამაღლებას, მათი ხელოვნებით დაინტერესებას, ესთეტიკური ხედვისა და შემოქმედებითობის განვითარებას ემსახურება. 

ახალახანქუთაისის N38 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრები დიდი ინტერესით დაათვალიერეს და დიდი ესთეტიკური სიამოვნებაც მიიღეს. 

მე-9 კლასელები გალერიიდან ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

გასვლით აქტივობას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ელისო კიკვაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203