ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლაბორატორიაში მუშაობისას გასათვალისწინებელი გამაფრთხილებელი ნიშნები საინტერესო აქტივობებით ისწავლეს
31-10-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა ბუნებისმეტყველების გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

მოსწავლეებმა პედაგოგ არმინე წარუკიანთან ერთად მოამზადეს ლაბორატორიაში მუშაობისას გასათვალისწინებელი გამაფრთხილებელი ნიშნები. ასევე მოიფიქრეს ფერადი თხევადი ნივთიერებები და მიაწებეს ეს ნიშნები ამ ნივთიერებებზე.

ისინი დააკვირდნენ, რომ ზოგიერთი თხევადი ნივთიერება სუნით განსხვავდებოდა, ზოგი კი ფერით ან სიმკვრივით. ბავშვებმა ისაუბრეს, რატომ არის მნიშვნელოვანი გამაფრთხილებელი ნიშნების ცოდნა და რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისას.

გაკვეთილის ბოლოს თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა საკუთარი „უსაფრთხოების ბოთლი“ და აუხსნა სხვებს, რა მნიშვნელობა ჰქონდა მასზე დატანილ ნიშანს. ასე ბავშვებმა უკეთ გაიგეს, როგორ უნდა იმუშაონ უსაფრთხოდ ლაბორატორიაში.

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203