
თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, სკოლის VII კლასის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ბოლნისის სიონის ტაძარში.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პირველი ქართული დამწერლობის ნიმუშების გაცნობა, ჩატარდა შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე - „ქართული ანბანის გაცნობა“.
მოსწავლეებმა მოინახულეს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში არსებული სულხან- საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი, გაეცნენ სულხან- საბა ორბელიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ - კლასის დამრიგებელი ასმათ იობაშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა ბასილაიშვილი.
იხილეთ ფოტოები: