თბილისის N28 სკოლის მოსწავლეებისთვის დღის ცენტში,  შშმ პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ლექცია-დიალოგი გაიმართა
31-10-2025

თბილისის N28 სკოლის მოსწავლეები პროექტის - „შშმ ადამიანების შესაძლებლობების პოპულარიზაცია და ინკლუზია კულტურის გზით“ ფარგლებში, დღის ცენტრს „ანიკას“ ესტუმრნენ. 

პროექტს - „შშმ ადამიანების შესაძლებლობების პოპულარიზაცია და ინკლუზია კულტურის გზით“, ასოციაცია „ანიკა“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარება და წარმოჩენა;
  • კულტურულ ცხოვრებაში მათი ჩართულობისა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა;
  • ინკლუზიური სახელოვნებო აქტივობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • შემოქმედების გზით დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარება.

პროექტის ფარგლებში გაიმართა ლექცია-დიალოგი, რომლის მიზანი იყო შშმ პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ტერმინების სწორი გამოყენება და ადამიანებისადმი პატივისცემის კულტურის გაძლიერება.

პროექტს მოსწავლეები პედაგოგების - ასმათ იობაშვილისა და ქეთევან დავითაშვილის თაოსნობით შეუერთდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203