
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია.
ახლახამ, მე-3 კლასელებმა საპროგრამო მასალით „ბეღურა“ გაიარეს, რომელიც გამორჩეულად მოეწონათ.
მოსწავლეებმა მოთხრობის პერსონაჟები ნახატებში გააცოცხლეს და კომპიუტერული პროგრამისა და მასწავლებლის დახმარებით აამეტყველეს კიდეც.
პატარებმა მოთხრობის დედააზრი უკეთ გაიაზრეს და ეს ყველაფერი ხალისითა და დიდი სიხარულით გააკეთეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო