პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე სოფლის გერბის, სლოგანისა და აბრის შექმნაზე იმუშავეს
31-10-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

შემოქმედებითი აქტივობებით გამორჩეულია ხელოვნების გაკვეთილები. ახლახან, კი მეხუთე-მეექვსე კლასების მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე სოფლის გერბი, სლოგანი და აბრა შექმნეს. აღსანიშნავია, რომ იდეაც მოსწავლეებს ეკუთვნით. მათი იდეაზე დიდი მონდომებით იმუშავეს და საინტერესო ნამუშევრებიც შექმნეს. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი მარეხი სუდაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით ყოველთვის ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203