
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები შემოქმედებითი ბუნების დავალებებს ხალისითა და დიდი ინტერესით ასრულებენ.
ახლახან, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე წარადგინეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, რომლის თემა იყო - „ციფრების სამყაროში“.
მოსწავლეებმა თემის გარშემო საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მარგარიტ მკრტჩიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: