
27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა, დამირგებლის - თამთა ჭელიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ქართველი პედაგოგის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს, აღნიშნეს მისი როლი წიგნიერების გავრცელებაში და მადლიერება გამოხატეს იმ საგანძურისთვის, რაც ქართველ ერს დაგვიტოვა.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ბუმბერაზი ქართველის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებად ცნობილი დეტალიც გააჟღერეს.
იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა.
იხილეთ ფოტოები: