ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
30-10-2025

27 ოქტომბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში ორი მნიშვნელოვანი თარიღის - დედაენის შემქმნელის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისა და მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად  ლამაზი ღონისძიება მოეწყო.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული ღონისძიებით მიულოცეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - საყვარელ მასწავლებლებს ხოტბა ლამაზი ლექსებითა და სიმღერებით შესხეს და თაიგულებიც მიართვეს. 

ბავშვებმა პედაგოგებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203