
ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას უკვე კარგად იცნობენ.
2024-2025 სასწავლო წლის 29 ოქტომბერს ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მე-21 კლასის მოსწავლეები გახდნენ „იაკობ გოგებაშვილის სახელობის კლუბის“ საპატიო წევრები.
2025 წლის 27 ოქტომბერს კი ამ სტატუსით, მე-31 კლასში, ჩატარდა ღია გაკვეთილი მშობლიურ ენაში- „სიკეთე მზესავით ათბობს და ასხივებს“.
გაკვეთილი მიეძღვნა გოგობაშვილის შემოქმედებას, მე-3 კლასელებმა ერის მასწავლებლის ცხოვრების შესახებ ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტი გაიგეს და არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: