
27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა.
მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები დაიგეგმა და განხორციელდა.
ამ ლამაზი დღის აღსანიშნ ღონისძიებაზე მე-6 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი - თეა ქავთარია) საყვარელი მასწავლებლები მიიწვიეს, სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს და მადლიერება გამოხატეს მათი შრომისა და ამაგისთვის, საქმის ერთგულებისთვის, პროფესიის სიყვარულისათვის. ბოლოს კი „ვარსკვლავიც“ გაუხსნეს. ღონისძიებაზე მრავალჯერ გაჟღერდა - „გვიყვარხართ მასწავლებლებო!“
მოსწავლეებმა მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
„ჩვენც გვიყვარხართ და გვეიმედებით ბავშვებო თქვენ ხომ საქართველოს მომავალი ხართ. მადლობა, თეა მასწავლებელო, ამ ლამაზი და ემოციური დღისათვის. მადლობა, მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის“, - დიდი სიყვარულით მიმართავენ მასწავლებლები მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები: