
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადრების მიღმა არ დარჩენილა ბიბლიოთეკის საერთაშორისო დღე.
VII კლასის მოსწავლეებმა თარიღი საინტერესო აქტივობით აღნიშნეს. მე-7 კლასელებმა გიორგი კეკელიძის - „გურული დღიურებიდან“ სხვადასხვა ნაწყვეტი წაიკითხეს და ერთმანეთს შთაბეჭდილება გაუზიარეს.
აქტივობას ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო კალანდაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს შთააგონებს და ბავშვებს წიგნის კითხვისკენ აქტიურად მოუწოდებს.
იხილეთ ფოტოები: