
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაზე დაწყებითი კლასიდანვე ზრუნავენ და მათ კულტურულ გასვლით ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ.
ახლახან, მოსწავლეები თეატრს ესტუმრნენ, სადაც სპექტაკლი - „ბურატინოს თავგადასავალი“ ნახეს.
სპექტაკლმა ბავშვებს საოცარი ემოციები აჩუქა. ბავშვები მოიხიბლნენ მსახიობთა ოსტატობით და სკოლაში შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. ნანახს საკლასო ოთახში დიდხანს განიხილავდნენ.
იხილეთ ფოტოები: