საინტერესო ინიციატივა ​მაკვანეთის საჯარო სკოლაში  - მოსწავლე-მასწავლებლებისთვის მრავალფუნქციური ბიბლიოთეკის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
31-10-2025

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა პრეზენტაცია მრავალფუნქციურ და შემოქმედებით ბიბლიოთეკაზე - „წიგნის აკვანი“.

პრეზენტაცია წარადგინა ქეთევან ქორიძემ, რომელმაც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გააცნო თავისი ინიციატივა და ისაუბრა:

  •  როგორ დაიბადა ბიბლიოთეკის იდეა „წიგნის აკვანი“;
  •  რა ცვლილებებს მოიტანს ის სკოლისთვის და მოსწავლეებისთვის;
  •  როგორ შეგვიძლია ერთად გავხადოთ ბიბლიოთეკა შემოქმედებისა და შთაგონების ადგილი;
  •  რა აქტივობები იგეგმება სამომავლოდ ბიბლიოთეკაში.

„დიდი ცვლილებები პატარა იდეებით იწყება“, - აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ყოველთვის მხარს უჭერენ საინტერესო საგანმანთლებლო ინიციატივებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203