ორღულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული შემოქმედებით მიულოცეს
30-10-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - შეასრულეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები, პედაგოგებს ლესებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს.

ორღულის საჯარო სკოლის მოსწავლეები, თავიანთი მრავალმხრივი უნარებით, სასკოლო ღონისძიებას მუდამ მნიშვნელოვნად გვილამაზებენ. მადლობა, ჩვენო ძვირფასებო, სკოლის დირექციისა და თითოეული თანამშრომლის სახელით ... და მადლობა, ძვირფასო მშობლებო, ღონისძიებაში ჩართულობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს დაუვიწარი ემოციებისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203