ორღულის საჯარო სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ღვაწლმოსილი მასწავლებლები დაჯილდოვდნენ
30-10-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის ისტორიას მრავალი ღვაწლმოსილი მასწავლებლის სახელი ავსებს. მათი შრომა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში ფასდაუდებელია.

ორღულის საჯარო სკოლის თანამშრომლებმა, სკოლაში გამართულ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, წარმოაჩინეს სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებლები, ქალბატონები - გოგოლია ღუღუნიშვილი, ნაილი ნოზაძე, ელიზა ცუხიშვილი, ქეთო ჭიღლაძე და მზიანა იობაშვილი, რომელთაც სკოლის თანამშრომლების სახელით გადაეცათ „ღვაწლმოსილი მასწავლებლის“, „ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარისა“ და „ღვაწლმოსილი ბუღალტრის“ ტიტული.

სასკოლო საზოგადოებამ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა საქმის ერთგულებისა და არაერთი განათლებული თაობის აღზრდისთვის. 

„მადლობა, ძვირფასო ქალბატონებო, ათეული წლები მომავალი თაობის სამსახურში ერთგული გარჯისათვის! გისურვებთ, გვყავდეთ დღეგრძელი და ჯანმრთელი და კიდევ დიდხანს ემსხუროთ ქვეყნის მომავალს“,- აღინიშნა სკოლაში და მადლობას უხდიან ღონისძიების სტუმრებს. 

„ღონისძიებას გვიმშვენებდნენ საჩხერის რესურსცენტრის ძვირფასი ხელმძღვანელი, ქალბატონი ლიკა, საუკეთესო გუნდთან, ქალბატონ სოფოს და ქალბატონ ნანასთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203