„გმადლობ, რომ გვასწავლე კარგის და ცუდის გარჩევა“ -  ხრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს
30-10-2025

27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ეს გამორჩეული თარიღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესოდ აღნიშნეს. 

lll - lV კლასების მოსწავლეებმა ვიდეორგოლი ჩაწერეს, სადაც ქართველი პედაგოგის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს და მადლობა გადაუხადეს იმ საგანძურისთვის - რასაც „დედაენა“ ჰქვია. 

„გმადლობ, რომ გვასწავლე კარგის და ცუდის გარჩევა“, - ამბობენ მოსწავლეები და ნათლად აცნობიერებენ იაკობ გოგებაშვილის როლს საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში.

27 ოქტომბერს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის, დაბადებიდან 185 წელი გავიდა.  იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203