
არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში საზეიმოდ შეაბიჯეს.
პედაგოგმა მოსწავლეებს არაერთი სასწავლო-შემეცნებითი, სახალისო თუ საზეიმო აქტივობა, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა და საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია.
ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული აქტივობებში, პირველ ასოებს ინტერესით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს.
სასკოლო საზოგადოებამ პატარებს ანბანის სწავლის დაწყება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„ვულოვცავთ ბავშვებს და მათ ნიჭიერ ლანა მასწავლებელს, წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: