
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ, დეტალურ ინსტრუქციას ავრცელებს.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის პლატფორმაზე vet.emis.ge უკვე ხელმისაწვდომია ინფორმაცია რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ სიაში ადგილის შესახებ.
30 ოქტომბრიდან-1-ელი ნოემბრის ჩათვლით აუცილებელია სისტემაში გააკეთოთ საბოლოო არჩევანი და მონიშნოთ თქვენთვის სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მოიპოვეთ ჩარიცხვის უფლება.