ხაშურში ხელოვნურად დაგუბებულ წყალში ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს
02-07-2018
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ხელოვნურად დაგუბებულ წყალში ორი 12 წლის მოზარდის ცხედრი აღმოაჩინეს, - შემთხვევა ხაშურში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მათ ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა, რომელმაც საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა.