სანავარდოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის პერსონაჟები გააცოცხლეს
29-10-2025

ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში გაიმართა კოსტიუმირებული ღონისძიება თემაზე - „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები“, რომელშიც VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ავთანდილის, ტარიელის, ნესტან-დარეჯანის, თინათინისა და სხვათა როლები ოსტატურად მოირგეს. 

ღონისძიების მიზანი იყო შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის გმირების გაცოცხლება, მათი ხასიათისა და ეპოქის ატმოსფეროს გადმოცემა.

მოსწავლეები ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ და წარმატებით წარმოაჩინეს „ვეფხისტყაოსნის“ სამყარო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203