
თეატრი სწავლის და იმავდროულად გართობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა, ამიტომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს დასვენებისა და შემეცნების მიზნით, თეატრში ვიზიტს ხშირად სთავაზობენ.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის მე-8ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - შორენა ოქრიაშვილი იმყოფებოდნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე - „მაჭანკალი“.
სპექტაკლმა ბავშვებს საოცარი ემოციები აჩუქა. ბავშვები მოიხიბლნენ მსახიობთა ოსტატობით და სკოლაში შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. ისინი აქტიურად განიხილავდნენ პერსონაჟებსა და ნანახ სიუჟეტს.
იხილეთ ფოტოები: