
27 ოქტომბერს, მწერლისა და ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა.
სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს დაამთხვიეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა და ქართულის მასწავლებელმა საანბანო პერიოდის დაწყება.
მოსწავლეები დედაენის სიტკბოებას ხალისით დაეწაფნენ, პედაგოგი კი პატარებს ამ საგანძურის შემქმნელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრა.
ქართულის მასწავლებელმა მოსწავლეებს პირველი ასო ბგერები გააცნო. მოსწავლეებმა წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს, ასევე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და სიმღერებიც შეასრულეს.
იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა.
იხილეთ ფოტოები: