
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეთა თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაზე პირველი კლასიდანვე ზრუნავენ.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის Iბ (დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილი) და Iგ (დამრიგებელი თინათინ გოგინაშვილი) კლასის მოსწავლეები თეატრს - „მეორე სახლი“ სტუმრობდნენ, სადაც სცენაზე გაცოცხლებული ზღაპარი - „მეფე ლომი“ ნახეს.
სპექტაკლი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
„შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე“,- ასე აფასებენ სკოლა-გიმნაზიაში თეატრში ვიზიტს და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო გასვლით ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: