ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლის ერთადერთმა პირველკლასელმა წიგნიერების სამყაროში დიდი სიხარულით შეაბიჯა.
პირველკლასელს „ანბანეთში“ პირველი მასწავლებელი დიდი სიყვარულით შეუძღვა, გოგონას სასწავლო შემართებაზე იზრუნა და ანბანის სწავლის დაწყება ზეიამდ უქცია.
პედაგოგმა მოსწავლეს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა და საინტერესო, სახალისო თუ შემეცნებითი აქტივობებში ჩართო.
პირველკლასელი დედაენის სიტკბოებას სიხარულით დაეწაფა და პირველ ასო-ბგერებს დიდი ინტერესით გაეცნო.
იხილეთ ფოტოები: