ქვენობნის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის კვირეული დირექტორმა გახსნა
29-10-2025

27 ოქტომბერს, მწერლისა და ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში კვირეულის მიეძღვნა. 

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კვირეული, მის დაბადების დღეზე 27 ოქტომბერს გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები. დღე დაიწყო სკოლის დირექტორის - მარინა ცინცაძემ მისალმებით, რომელმაც მიულოცა ყველას ამ ბუმბერაზი ქართველის დაბადების დღე და კვირეულის დაწყება, ასევე აღნიშნა იაკობ გოგებაშვილის უდიდესი წვლილი ქართული ენის, ლიტერატურისა და განათლების განვითარებაში.

დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვირეულის გეგმა, მოისმინეს ინფორმაცია კვირის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია, რის შემდეგაც დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს გოგებაშვილის შემოქმედებაზე დაფუძნებული სიმღერები და ლექსები.

ღონისძიება ჩატარდა თბილ და მოტივაციურ გარემოში. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესით მიიღეს მონაწილეობა, მშობლებმა და მასწავლებლებმა კი დადებითად შეაფასეს მათი აქტიურობა და შემოქმედებითი უნარები.

იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203