
ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
რა თქმა უნდა, შემოქმედებითი აქტივობებით გამოირჩევა ხელოვნების გაკვეთილები.
ახლახან, სკოლის ხელოვნების პედაგოგმა - თამთა ლომსიანიძემ სკოლაში საშემოდგომო გამოფენა მოაწყო. ღონისძიებაზე მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კლასების მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა.
მოსწავლეთა ნამუშევრები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შემოდგომის ხიბლსა და სილამაზეს ნათლად ასახავს.
ბავშვების ნამუშევრები მართლაც შთამბეჭდავი სანახავია.
იხილეთ ვიდეო: