ასაშენებელი და გასარემონტებელი სკოლების პრიორიტეტულ სიას განათლების სამინისტრო ადგენს​
02-11-2025

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოდან განათლების სამინისტრომ 73 სკოლა გადასცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აღნიშნულის შესახებ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ  განაცხადა. მისივე თქმით, თანმიმდევრულობას განათლების სამინისტრო განსაზღვრავს.  

„პრიორიტეტებს არ განსაზღვრავს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სისტემა არის ასე, განათლების სამინისტრო ჩვენ გვაწვდის იმ პრიორიტეტებს სად რომელი სკოლა ექვემდებარება რეაბილიტაციას და მშენებლობას, ანუ სად აქვს პრობლემა განათლების სამინისტროს და შემდგომ ჩვენ ვიწყებთ მის მოგვარებას. 

ამ ეტაპზე გადმოცემულია 73 სკოლა; 53 სამშენებლო ობიექტია, 14 სარეაბილიტაციო სკოლა და 10 პროექტირება. მიმდინარეობს გადმოცემული ინფორმაციის და დოკუმენტაციის კომლექსური დამუშავება“, - განაცხადა სოხაძემ.

ამასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ფონდი 12 ახალი სკოლის მშენებლობას და 4 სკოლის რეაბილიტაციას დაასრულებს. 2026 წლის ბოლოსთვის 32 ახალი სკოლა შევა ექსპლუატაციაში და 9 რეაბილიტირებული. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203