სკოლებისთვის ვადები იცვლება - დეტალები
29-10-2025

პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

როგორც მომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ განაცხადა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ავტორიზაციის/აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ჩაითვლება ავტორიზებულად, საგანმანათლებლო პროგრამა - აკრედიტებულად, ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

ავტორიზაციის და აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივების წესი და პირობები კი დამატებით დადგინდება იქნება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203