დაბა მესტიის N1 სკოლის მოსწავლეებმა ​​ძველი ქვის ხანის საყოფაცხოვრებო ნივთების მოდელები შექმნეს
31-10-2025

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება.

აღსანიშნავია, მოსწავლეთა ისტორიის გაკვეთილი თემაზე - ძველი ქვის ხანა (პრეისტორიული პერიოდი).

სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები და ძველი ქვის ხანის თემატიკაში შექმნილი საკუთარი ნამუშევრები - მათ შექმნეს ქვის იარაღების ნიმუშები, დახატეს მღვიმეების კედლებზე დატანილი გამოსახულებები და წარმოაჩინეს, თუ როგორი იყო ადამიანის ცხოვრება ათასობით წლის წინ. შექმნეს თიხის გამოყენებით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და სამუშაო იარაღები.

მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ ძველი ქვის ხანა - ეს არის ადამიანის ცხოვრების დასაწყისი პრეისტორიულ ხანაში. დრო, როცა ადამიანი ჯერ კიდევ სწავლობდა ცხოვრებას ბუნების წიაღში. მაშინ ხალხი არ იცნობდა მეტალს, ამიტომაც იარაღებსა და სამუშაო ხელსაწყოებს ამზადებდნენ ქვისგან. ისინი ნადირობდნენ, აგროვებდნენ ხილსა და თესლებს, იცავდნენ ერთმანეთს და თანდათან სწავლობდნენ ყველაფერს.

ცეცხლის აღმოჩენამ მათი ცხოვრება მთლიანად შეცვალა - გათბობა, საკვების მომზადება და სინათლე უკვე შესაძლებელი გახდა. სწორედ ამ ხანიდან იწყება ცივილიზაციის პირველი ნაპერწკალი.

„თითოეული ნამუშევარი გვაგრძნობინებს, რომ ისტორია ცოცხლობს მაშინ, როცა ჩვენ მას ვეხებით შემოქმედებითად“,- აღნიშნავენ სკოლაში მოსწავლეთა პრეზენტაციაზე საუბრისას და ახარებთ მათი მონდომება და შემოქმედებითობა

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203