
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ.
აღსანიშნავია, VII კლასში ჩატარებული ბიოლოგიის გაკვეთილი, რომელიც პრაქტიკული აქტივობებით წარიმართა.
ბიოლოგიის მასწავლებელმა, დარეჯან გაზდელიანმა მოსწავლეებს თვალსაჩინობებების შექმნა შესთავაზა. მოსწავლეებმა ადამიანის ორგანოების მოდელები შექმნეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: